ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქარბუქმა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი გზები გადაკეტა, არამედ ნინოწმინდის ქუჩებში გადაადგილებაც გაართულა.
მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქუჩები თოვლისგან არ არის გაწმენდილი, რაც პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე ტრანსპორტს. ბევრი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათ სიარული არ შეუძლიათ, ტრანსპორტი კი ვერ დადის.
მოსახლეობა მიმართავს კომპანიას, რომელიც დასუფთავების სამუშაოებით არის დაკავებული, თხოვნით მიიღოს ზომები თოვლის ქუჩების გასაწმენდად.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიას დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, როდის ჩატარდება სამუშაოები ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. საპასუხოდ, ჩვენ გვაცნობეს, რომ დღეს ტექნიკას უნდა გაეწმინდა, მაგრამ თავი ვერ გაართხვა. ხვალისთვის სხვა სახის ტექნიკაა გამოძახებული.