ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის ქამო ქალაქის გზებზე და, განსაკუთრებით, ტროტუარებზე, ყუნულის სქელი ფენაა.
ყინული ტორტუარებზე აფერხებს ქვეითთა სიარულს და უქმნის საფრთხეს გადაადგილებისას. ნინოწმინდის მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ტროტუარების მდგომარეობით და აღნიშნას, რომ სანამ ადამიანები ხელ-ფეხს არ მოიტეხავენ, – არანაირი რეაგირება არ იქნება მუნიციპალიტეტის მხრიდან.
თავისუფლების ქუჩა
რადიო NOR-მა დაუკავშირდა ნინოწმინდის კომუნალური სამსახურის უფროს, ანდრანიკ ბდოიანს, რათა გერკვია, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ კომუნალური სამსახური ვერ ახერხებს ქალაქის ტროტუარებს გაწმენდას. ანდრანიკ ბდოიანის თქმით, როცა თოვლი დნება და წვეთავს სახურავებიდან, ჩნდება ყინულები და შესაბამისი ვითარება, – რაც ახლა ხდება ტროტუარებზე, – ყინულის ფენა. გარდა ამისა, კომუნალურ სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ განახორციელოს ყუნულის და თოვლის გაწმენდა, – არ არის შესაბამისი რეაგენტები და მარილი, რომ დამუშავდეს ტროტუარები, – აცხადებს ანდრანიკ ბდოიანი. ასევე ანდრანიკმა გვაცნობა, რომ შესაბამისი ტექნიკა ვერ ახერხესს ვიწრო ტროტუარების დასუფთავებას ყინულისგან.
თავისუფლების ქუჩა
პუშკინის ქუჩა
სპანდარიანის ქუჩა