ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა, ქარბუქის შემდეგ ორი სოფელი დაკეტილია.
როგორც მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა გვაცნობა, გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ამ დროისთვის დაკეტილია სოფლები ტამბოვკა და ვლადიმიროვკისკენ მიმავალი გზები. რადგან სოფელ ტამბოვკაში მისასვლელი მთავარი გზა დაკეტილია, ტექნიკა ვერ გაივლის და ვერ დაიწყებს დასუფთავების სამუშაოებს. 9 თებერვლის 11: 30 საათისთვის, გასუფთავებითი სამუშაოები ტარდება ქალაქ ნინოწმინდაში და სოფელ პატარა ხანჩალისკენ მიმავალი მიმართულებით იმართება. ქალაქის ქუჩების ნაწილი უკვე გაწმენდილია, დარჩენილი ქუჩები კი ხვალ გაიწმინდება.
ფარავნის უღელტეხილი რამდენიმე დღეა დაკეტილია. გახსნის ზუსტი დრო ჯერ კიდევ უცნობია.