ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა საბიუჯეტო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტმა და წევრმა ქვეყნებმა 16 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საბიუჯეტო წესების რეფორმების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ინვესტიციების გაზრდასა და ხარჯების კონტროლის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად.

შეთანხმების ტექსტი მიმდინარე წესების განახლებას ახდენს, რომელიც ცნობილია როგორც „სტაბილურობისა და ზრდის პაქტი“ და 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. იგი ქვეყნების ვალს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-მდე, ხოლო საჯარო დეფიციტს 3%-მდე ზღუდავს.

შეთანხმების ტექსტის კენჭისყრა სტრასბურგში საპარლამენტო შესვენების წინ გაიმართება. შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი წესების გამოყენებას წევრი სახელმწიფოები 2025 წლის ბიუჯეტისთვის შეძლებენ.

BPN