გაუმართავი შუქნიშანი ქალაქის ცენტრში

გაუმართავი შუქნიშანი ქალაქის ცენტრში

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და პუშკინის ქუჩების გადასასვლელზე შუქნიშანი არ ფუნქციონირებს.

შუქნიშნების ნაკლებობა ფეხით მოსიარულეებს ქალაქში გადაადგილებას ართულებს. ქცეითთა გადასასვლელი ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და არეგულირებს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. ამასთან, შუქნიშნის მწვანე სიგნალის გაუმართაობა უხერხულობას ქმნის, რადგან ფეხით მოსიარულეები, რომლებიც ელოდებიან, ნათლად ვერ განსაზღვრავენ როდის უნდა გადავიდნენ გზაზე.

იმის გასარკვევად, თუ როდის აღდგება შუქნიშანი, მივმართეთ ქალაქ ნინოწმინდის მუნიციპალური სამსახურის დირექტორს. მან უპასუხა, რომ პრობლემის შესახებ არ იყო ინფორმირებული, მაგრამ თქვა, რომ დღეს თავის თანამშრომლებს გაუგზავნის პრობლემის შესამოწმებლად და გამოსასწორებლად.