“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.
ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: – ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი – საქმიანობის სტანდარტების დადგენას.
კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: – შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.
ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის:
- ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭიროსამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნებისდარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
- ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა)სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
- ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: – შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.
კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.
შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.
კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით;
მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის:
- შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირისდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარულიდაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა დარეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500ლარის ოდენობით;
- ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითითავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის,კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობადადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარისოდენობით;
- ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახოტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერმუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოსმონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.