სახელმწიფო აუდიტის მიერ ნინოწმინდის მერიის საქმიანობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს 4 202 500 ლარი დასახარჯი დარჩა, საიდანაც 3 161 500 ლარი თავისუფალი ნაშთი იყო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
აუდიტი განმარტავს, რომ ნინოწმინდის მერიამ ვერ შეძლო ადგილობრივი ბიუჯეტის სწორი მართვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება და ახალი პროექტების დაგეგმვა, შედეგად დაგროვდა მილიონობით გაუხარჯავი ლარი.
„2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 3 56 400 ლარი. 2021 წლისათვის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 3 2 700 ლარის ათვისება, თუმცა ფულადი სახსრების დაგროვებამ 1 91 900 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 4 148 300 ლარის ნაშთი, საიდანაც 2 120 600 ლარი თავისუფალი ნაშთია. 2022 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 4 130 900 ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 54 200 ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 4 202 500 ლარი შეადგინა, საიდანაც 3 161 500 ლარი თავისუფალი ნაშთია“,–წერს აუდიტი.
სამსახურის განცხადებით, ნაშთის დაგროვება არ აისახება დადებითად მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე. აღნიშნულის პრევენციისთვის საჭიროა მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები.