ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში სირბილის შეჯიბრის პირველ ეტაპზე გაიმარჯვეს.
10 თებერვალს აღნიშნულმა გუნდებმა ახალციხეში გამართულ მე-2 ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად ოროჯალარის სკოლის ვაჟთა გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა. გოგონათა გუნდმა მონაწილეობა პირველად მიიღო და მე-4 ადგილი დაიკავა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო რეგიონის ყველა გუნდმა: ასპინძამ, ადიგენმა, ახალციხემ, ახალქალაქმა, ბორჯომმა და ნინოწმინდამ.
დაწვრილებით მწვრთნელმა აშოტ სოღოიანმა ჩვენთან ისაუბრა: