სოფელ ოროჯალარის სკოლის მორბენალთა გუნდებმა ახალციხეში შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. სასკოლო ოლიმპიადა

სოფელ ოროჯალარის სკოლის მორბენალთა გუნდებმა ახალციხეში შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. სასკოლო ოლიმპიადა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში სირბილის შეჯიბრის პირველ ეტაპზე გაიმარჯვეს.

10 თებერვალს აღნიშნულმა გუნდებმა ახალციხეში გამართულ მე-2 ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად ოროჯალარის სკოლის ვაჟთა გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა. გოგონათა გუნდმა მონაწილეობა პირველად მიიღო და მე-4 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო რეგიონის ყველა გუნდმა: ასპინძამ, ადიგენმა, ახალციხემ, ახალქალაქმა, ბორჯომმა და ნინოწმინდამ.

დაწვრილებით მწვრთნელმა აშოტ სოღოიანმა ჩვენთან ისაუბრა:

Radio NOR · Օրոջալարի դպրոցը Ախալցիխեում մասնակցեց վազքի մրցույթին․ Դպրոցական օլիմպիադա