6 თებერვალს მომხდარი ძლიერი ქარბუქის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის შიდა გზები კვლავ ჩაკეტილი და გაუვალი რჩება.
მოსახლეობამ რადიო NOR-ს გამოუგზავნა ვიზუალური მასალა და გზების გაუვალობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
დამატებითი დეტალები ჩანაწერში.
ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი გვქონდა ნინოწმინდის მერის მოადგილეს არმენ ბდოიანთან.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ტამბოვკასკენ მიმავალი გზის თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, რათა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეთ კონტაქტი ქალაქთან და სასწრაფო დახმარების მანქანას (ან სხვას) ჰქონდეს სოფლებში წასვლის საშუალება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავალთ დასახლებათაშორისი გზების გაწმენდაზე“, – გვითხრა მან.
ტამბოვკის გზის გაწმენდის სამუშაოების შესახებ იხილეთ ქვემოთ:
ვიდეო აღებულია არმენ ბდოიანის [მერის მოადგილის] Facebook გვერდიდან.