გზების მდგომარეობა მუნიციპალიტეტის სოფლების, თბილისისა და სომხეთის მიმართულებით

გზების მდგომარეობა მუნიციპალიტეტის სოფლების, თბილისისა და სომხეთის მიმართულებით

თებერვლის თვეში უხვი ნალექების გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან გამავალი გზებზე ხშირადაა აკრძალული ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასობაში, 14 თებერვლის 11:24 საათისთვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზა (ფარავნის უღელტეხილი) გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის, ტრაილერების და სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება გზას ნინოწმინდიდან სომხეთის მიმართულებით, – გზა გახსნილია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

ამასთან ერთად, ვითარება მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებითაც გაუმჯობესებულია. ნინოწმინდის მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის ინფორმაციით, ძირითადი გზები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გახსნილია და ამჟამად ტარდება შიდა გზების გასუფთავება სოფელ ჟდანოვში, ეფრემოვკაში და პატარა ხანჩალიში, დღის მეორე ნახევრის შემდეგ კი დაიწყება ეშტიის სოფლის თემის შიდა გზების გასუფთავება.