ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში მოწყობილი და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები – აუდიტის დასკვნა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში მოწყობილი და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა 2021-2022 ნინოწმიდნის მუნიციპალიტეტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს.

ანგარიშის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში მოწყობილი და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებია გამოვლენილი.

  1. სოფელ კატნატუს და პატარა ხანჩალის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა (NAT200016140). ობიექტის ღირებულება წარმოადგენს 120.6 ათას ლარს. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სოფელ კატნატუს სკოლაში დაზიანებულია სველი წერტილების ინვენტარი. ერთ ადგილას კედელზე დაზიანებულია საღებავის საფარი; სოფელ პატარა ხანჩალში წყალი ჩადის საპირფარეშოში (სახურავიდან), არ მუშაობს წყლის ტუმბო.
  2. სოფელ ჟდანოვში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია(NAT210007700). ობიექტის ღირებულება შეადგენს 53.4 ათას ლარს. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ფანჯარა ჩატეხილია, კედლებს აღენიშნება ნესტის კვალი, გარე ფასადი რიგ ადგილებში დაბზარულია, ასევე დაბზარულია ბეტონის საფარი.
  3. სოფელ როდიონოვკაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები (NAT210011655; NAT220002914). ობიექტის ღირებულებაა 244.3  ათასი ლარი. დაზიანებულია ერთი ოთახის კედლები და იატაკი: იატაკი ამობურცულია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით დაზიანებები გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმით, რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული.

სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მიმარგებულ ფაილში:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

გასათვალისწინებელია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,221.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 104.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.