უჩმანის მოსახლეობა საძოვრებისკენ მიმავალი გზის მდგომარეობას უჩივის

უჩმანის მოსახლეობა საძოვრებისკენ მიმავალი გზის მდგომარეობას უჩივის

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანში ვიზიტის დროს მოსახლეობამ, რადიო NOR-ის ჟურნალისტებთან საუბარში, უკმაყოფილება გამოთქვა სოფლიდან მინდვრებისკენ მიმავალი გზის მდგომარეობაზე.

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გვითხრა: “თუ რეგიონს შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რომ მოსახლეობა არ დარჩეს ღარიბი, მაშინ პირველ რიგში აუცილებელია გზების შეკეთება, განსაკუთრებით მინდვრისკენ მიმავალი გზა. ჩვენი საარსებო წყარო ეს გზაა, კარგი იქნება, თუ ამას მცირე ყურადღებას მიაქცევენ, – მოხრეშავენ”.

Radio NOR · Ուչմանայի բնակիչները դժգոհում են դեպի դաշտ տանող ճանապարհի վիճակից

ამ საკითხზე ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს არმენ ბდოიანს ვესაუბრეთ.

“წელს სოფლიდან მინდვრებისკენ მიმავალ გზაზე ცალკე სამუშაოები არ იგეგმება. თუმცა, სანამ “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები ჯერ არ დამტკიცებულა, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიმართოს გადაწყვეტილების შეცვლაზე და აღნიშნული სოფლის გზის შეკეთებისთვის თანხის გამოყოფა მოსთხოვოს”, – განაცხადა ბდოიანმა.