ნინოწმინდაში 22 კამერა დაყენდება

ნინოწმინდაში 22 კამერა დაყენდება

ქალაქ ნინოწმინდაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაზე ტენდერი ჩატარდა.

ბოლო პერიოდში გახშირდა ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე პარკებში ინვენტარის დაზიანების ფაქტები.

რადიოს არც არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ქალაქის მიმართ კეთილგანწყობას არ იჩენს. ჯერ კიდევ არსებობს მოსახლეობის დაუდევარი ქცევის საკითხი და მსგავსი შემთხვევები შეინიშნება ქალაქის ახლახან აღდგენილ პარკებში.

აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ნინოწმინდის მერიამ ვიდეოთვალთვალის კამერების შეძენა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ასეთი ღონისძიება აუცილებელია მოქალაქეების დაუდევარი ქცევის თავიდან ასაცილებლად. კამერები აიოს ქართლოსის პარკებსა და ქალაქის ცენტრალურ პარკში, ასევე მერიის ტერიტორიაზე დამონტაჟდება.

ტენდერის მიხედვით, მერია 22 კამერის, ასევე სადენების, მყარი დისკების, მონიტორებისა და სხვა საჭირო მოწყობილობების შეძენას გეგმავს. ვიდეოკამერების შეძენა-მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარი გამოიყო.

ტენდერში გაიმარჯვა ინდივიდუალურმა მეწარმემ ვრეჟ ჰარუთუნიანმა 13,650 ლარის ოდენობით. ამ დროისთვის ხელშეკრულების ხელმოწერა მზადდება.