თებერვალში ბაკურიანში “თოვლიანი მთების” ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს სოფელ სათხას დოოლისტებმა, არგამ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით. დოოლისტებმა აქტიური მონაწილეობისთვის მიიღეს დიპლომი, თასი და მედლები.
ფესტივალზე ჯგუფმა 7 წევრის წარდგენის მიიღო მონაწილეობა და მათი გამოსვლა 3 წუთი გაგრძელდა.
დოოლისტების ჯგუფი “ნორ შუნჩი” უკვე სამი წელია არსებობს და სოფელ სათხაში ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის ფილიალია. ჯგუფი შედგება 7 წლის და უფროსი ასაკის 23 მოსწავლისგან, როგორც სოფელ სათხადან, ასევე მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ ახალქალაქიდან. არგამისის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში ისინი თითქმის ყოველთვიურად თბილისში გამართულ ფესტივალებში იღებდნენ მონაწილეობას და ყოველთვის დიპლომებითა და მედლებით ბრუნდებიან.
არგამი აღნიშნავს, რომ ამ სფეროში მისთვის სირთულეები არ არსებობს და მისი მიზანია კულტურისა და ხელოვნების განვითარება.