სპორტის განვითარება ნინოწმინდაში: სპორტული სკოლის ახალი შენობა

სპორტის განვითარება ნინოწმინდაში: სპორტული სკოლის ახალი შენობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ნინოწმინდის სპორტული სკოლის ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე (თანმხლები ექსპერტიზით) მომსახურების ტენდერი გამოაცხადა. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 24 000 ლარი გამოიყო. ტენდერი კომპანიამ 11,700 ლარის ოდენობით მოიგო. ამჟამად მერიის მიერ ხდება შერჩევა და შეფასება.

ჩვენ ვესაუბრეთ ნინოწმინდის სპორტული სკოლის დირექტორს და გავარკვიეთ მისი აზრი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი შენობის მშენებლობა.

ნინოწმინდის სპორტული სკოლის დირექტორის ვალერი ბდოიანის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრით აშენდება შენობა. სპორტის განვითარებისთვის ნინოწმინდის სპორტულ კომპლექსში ცალკე ოთახები არ არის, სადაც სხვადასხვა სპორტული აქტივობა შეიძლება ჩატარდეს. სპორტული კომპლექსის შენობაში არის ერთი დიდი დარბაზი, სადაც ზამთარში ტარდება ფეხბურთის გაკვეთილები, ხოლო ზაფხულში ჭიდაობა და სხვადასხვა ღონისძიებები. სპორტულ სკოლას აქვს სხვადასხვა სპორტული განყოფილება, მაგრამ იმის გამო, რომ კომპლექსს არ აქვს საკმარისი ოთახები და საშუალებები, გაკვეთილები ტარდება სხვადასხვა შენობაში. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შემდეგ დაემატება ჭიდაობის, კარატეს, ჩოგბურთისა და სავარჯიშო აღჭურვილობის ადგილები. ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ბავშვის მოზიდვას სპორტში.

Radio NOR · Развитие спорта в Ниноцминде: Новый корпус для спортивной школы