ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტორული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT240003663).
გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი მოიცავს რამდენიმე სამუშაოს ჩატარებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის თანახმად, ტენდერის შედგენის შედეგად უნდა მოასფალტდეს ნინოწმინდის #1 და #2 სასაფლაომდე მისასვლელი გზები, ნინოწმინდის ჰოსპიტალის ეზო და ასევე უნდა შეკეთდეს ორმოები არსებულ მოასფალტებულ გზებზე (გარდა ცენტრალური გზებისა). შესყიდვის ჯამური თანხა შეადგენს 915 210 ლარს, საიდანაც ორმოების შეკეთისთვის გამოყოფილია 500 000 ლარი, ჰოსპიტალის ეზოს მოასფალტებისათვის – 50 000 ლარი, #1 სასაფლაოს გზა – 213 187 ლარი, #2 სასაფლაოს გზა – 152 023 ლარი.
ტენდერი გამოცხადდა 20 თებერვალს, ხოლო წინადადებების მიღება დაიწყება 10 მარტს და დამთავრდება 15 მარტს. შესყიდვის ღირებულება, – 915 210 ლარი მთლიანად, – 100%-ით ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
სასაფლაოს გზა
ჰოსპიტალის ეზო
ფოტომასალის წყარო: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=563238&lang=ge