მუსიკა ჩემთვის ყველაფერია – არეკნაზ მკრტჩიან

მუსიკა ჩემთვის ყველაფერია – არეკნაზ მკრტჩიან

“სიმღერა ჩემთვის განუყოფელი ნაწილია. სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია ” – არეკნაზ მკრტჩიანი.

არეკნაზ მკრტჩიანი დაიბადა 1997 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში. არეკნაზი სოფლის სკოლაში სწავლობდა და ამავე დროს ნინოწმინდის სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოზე დადიოდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე არეკნაზი ერევნის სახელმწიფო სასიმღერო თეატრში ჩააბარა. ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსლან ელიაზიანის ჯგუფში ხალხური ვოკალის განყოფილებაში. ამის შემდეგ მან ჩააბარა კომიტასის კონსერვატორიაში, ხალხური სიმღერის განყოფილებაში, სადაც სწავლობდა 4 წლის განმავლობაში. სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში.

დაწყება არეკნაზისთვის რთული იყო. იგი შორს იყო მისი ოჯახისგან. “ჩემი მიზანი იყო კარგად სწავლა და წითელი დიპლომის აღება, და ანას მივაღწიე”, – ამბობს არეკნაზი.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ არეკნაზი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რათა აქ გაეგრძელებინა საქმიანობა. დედის რჩევით, 2022 წელს, სოფელ ოროჯალარის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

არეკნაზმა მუშაობა ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაშიც დაიწყო. მისი წინადადებით, ხალხური სიმღერების ახალი განყოფილება გაიხსნა.

სიმღერის გარდა, არეკნაზს უყვარს მოგზაურობა და ხატვა. ხატვა მისი მეორე ჰობია. უფრო დეტალური ინტერვიუ არეკნაზ მკრტჩიანთან ჩვენს აუდიომასალაში:

Radio NOR · Музыка для меня все – Арекназ Мкртчян