ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძა ცნობილია თავისი მოჭიდავეებით, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინარჩუნებენ მუნიციპალიტეტის მაღალ რეპუტაციას.
ცოტა ხნის წინ გორში დასრულდა საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ჩემპიონატი 23 წლამდე ვაჟთა შორის, სადაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძიდან ჰაკობ პოღოსიანმა 61 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა მოჭიდავემ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფელ განძაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათ მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატებში, გახდნენ ევროპული შეჯიბრებების პრიზიორები, რესპუბლიკური შეჯიბრებების ჩემპიონები, ასევე განძის სპორტსმენები შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებს.