სამცხე-ჯავახეთში კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს უნდა ველოდოთ. 7 მარტიდან ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი. რეგიონში ღამის საათებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო დღის საათებში წვიმა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
4-5 მარტს, დღის საათებში ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ჰაერის მაქსიმამლური ტეპერატურა +10; +12 გრადუსი იქნება, ხოლო ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში კი +7; +9.
ღამის საათებში ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ტემპერატურა 0-დან +2, ხოლო ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში -3-1 გრადუსამდე დაფისქირდება.
სინოპტიკოსები 5-6 მარტს, დღის საათებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 6 მარტის საღამოს საათებიდან 10 მარტის ჩათვლით, მოსალონდელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან თოვლის სახით.
7 მარტიდან რეგიონის მასშტაბით ტემპერატურის კლება ნავარაუდები. 7 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან რაიონებში +7 +8 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიანში 0; +5. რაც შეეხება ღამის საათებს, მთიან რაიონებში მოსალონდელია -3; -1 გრადუსი , ხოლო მაღალმთიანში -6 ;-4.
8, 9 და 10 მარტს ღამის საათებში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ითოვებს, ხოლო დღის საათებში ნავარაუდევია წვიმა.
ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისა და ღამის საათებში მოთოვს.