რაფ ნანაიანმა ასოციაცია “ჯადოსნური ხმების” ფესტივალზე 1-ლი ადგილი დაიკავა

რაფ ნანაიანმა ასოციაცია “ჯადოსნური ხმების” ფესტივალზე 1-ლი ადგილი დაიკავა

2 მარტს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასოციაცია “ჯადოსნური ხმების” მიერ დედის დღეს მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო რაფი ნანაიანმა ნინოწმინდიდან. რაფი საიათ ნოვას “დარდ მი ანი” (ნუ დარდობ) სიმღერით გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა. ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო აშუხ ალიკის “ჯავახქ” ანსამბლის მხრიდან.

ეს რაფის პირველი წარმატება არ არის. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში: მოსკოვში, ბულგარეთში, რუმინეთში, ერევანში, თბილისში, ბათუმში და ა.შ., სიმღერით კი დაკავებულია უკვე 12 წელი, – 6 წლის ასაკიდან.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში ხელმძღვანელ ალიკ ქსპოიანთან:

Radio NOR · რაფ ნანაიანმა 1-ლი ადგილი დაიკავა

რაფი პატარაობიდან ესწრება სიმღერის გაკვეთილებს თავის დასთან, და არასდროს უღალატია ამ სფეროსთვის. იმედს ვიტოვებ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, გააგრძელებს განვითარებას და ერთ დღეს დიდ სცენაზე წარადგენს საკუთარ თავს, – ამბობს ქსპოიანი.

გარდა რაფისა, ფესტივალზე ასევე მიიღეს მონაწილწობა ანი თოროსიანმა, ირინა შიპაქციანმა, რომან ჩნავიანმა და გრიშა ეღიაზარიანმა.