ქალაქ ნინოწმინდაში, კარლ მარქსის შესახვევში საკანალიზაციო ჭები ჩანგრეულ მდგომარეობაშია და საფრთხეს იწვევს.
კარლ მარქსის შესახვევში ჩანგრეული ჭების პრობლემაზე რადიო NOR-ს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური რჩება. ქუჩაზე მდებარე 2 ჭა, კერძოდ კი ბეტონის კონსტრუქცია, ჩამონგრეულია, რაც საფრთხეა როგორც ქვეითებისთვის, განსაკუთრებით ღამის საათებში, ასევე მანქანებისთვის, გარდა ამისა, ეს კანალიზაციის ხშირი გაჭედვების მთავარი მიზეზია, – ამბობენ ქუჩის მცხოვრებლები.
მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ჭები მსგავს მდგომარეობაში უკვე 2 წელი რაც არის და საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და შეკეთებას. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არაფერი შეკეთებულა, მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ცდილობენ შეკეთებას, ხოლო ჩანგრევის ძირითად მიზეზად მოასფალტებასთან დაკავშირებული სამუშოები მიაჩნიათ.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ამ პრობლემის მოგვარების გზების გასარკვევად, ჩვენ კვლავ დავიკავშდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ნინოწმინდის ფილიალის უფროს, არკადი კვატაშიძეს. მისივე თქმით, ფილიალმა მიიღო უკვე შესაბამისი მასალა იმისთვის, რომ ჭების პრობლემა მოგვარდეს, თუმცა არკადი ასევე ამატებს იმას, რომ ეს თავის დროზე უკდა გაეკეთებინა იმ კომპანიას, ვინც მოასფალტების სამუშაოებს ახორციელებდა კარლ მარქსის შესახვევში.