6 მარტს, “მიჯინკის”, ანუ დიდი მარხვის შუა დღეს, ნინოწმინდის წმინდა სარქისის ეკლესიაში სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა. ეროვნული ხალხური ტრადიციების თანახმად, დიასახლისები ამ დღეს ამზადებენ სამარხვო ქადას.
სომხური ქადის ფესტივალი ნინოწმინდაში უკვე 10 წელია ტარდება. ფესტივალში ზრდასულები და ბავშვები მონაწილეობენ — ფესტივალისთვის სომხურ ქადას აცხობენ, შემდეგ კი საუკეთესო ნამუშევრები ჯილდოებს იღებენ. წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იყო და ფესტივალზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეთა სულ 130 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
სულ იყო 6 საზპიზო ადგილი იყო, ერთი 1-ლი ადგილი, ორი მე-2 ადგილი და სამი მე-3 ადგილი. მონაწილეები დაჯილდოვდნენ საჩუქრებითა და სიგელებით, ხოლო უფროსი ბავშვები (ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე) ქალაქ გიუმრიში გაემგზავრებიან ღირსშესანიშნაობების სანახავად.
ვრცლად ჩვენს საუბარში ტერ არმაშ პოღოსიანთან:
ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებმა მონაწილეები, სტუმრები და მაყურებლები სომხური ხალხური ცეკვებით გაახარეს.