განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 18 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი 20 მაისს (თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს).
რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, მოსწავლეები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იქნებიან დათხოვილი.