ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ საინჟინრო მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გეგმაშია ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე სოფელ სპასოვკის (40 000 ლ), სოფ დიდი არაქალის (60 000 ლ), სოფ. ოროჯალარის (70 000 ლ) და სოფ. მამწვარის (10 000) მინი სტადიონების ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა.
აღნიშნნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საინჟინრო მომსახურებისათვის გამოყოფილია 7 800 ლარი. თანხა ფინანსდება 100%-ით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.