ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 18 საჯარო სკოლაა. აქედან, დირექტორი 4 სკოლაში გასულ წელს აირჩიეს, დარჩენილ 14 სკოლაში, დირექტორობის მსურველთა 66 განაცხადია შესული. ინფორმაციას “სამხრეთის კარბჭე” ავრცელებს.
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა – 3 განაცხადი;
- დაბა ასპინძის საჯარო სკოლა – 4 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლა – 3 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლა – 8 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის ტარიელ ქამაშიძის სახელობის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლა – 5 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლა – 4 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლა – 6 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლა – 6 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლა – 6 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლა – 4 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა – 6 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლა – 4 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლა – 5 განაცხადი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლა – 2 განაცხადი;
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 10 მარტს დაიწყო.
ცნობისთვის, სკოლის დირექტორთა შერჩევის ახალი წესის თანახმად, დირექტორობის მსურველს მხოლოდ ტესტირების და გასაუბრების გავლა მოუწევს (აქამდე იყო კონკურსის ორი ეტაპი, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას).
ამასთან, ახალი მიდგომით, მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს, უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების გავლის გარეშე. ასევე, კონკურსში მონაწილეობა გახდა უფასო.
ქვეყნის მასშტაბით 2023 წელს დირექტორობის უფლება 593–მა პირმა მოიპოვა.