ლუსინე მზიკიანმა ონლიან ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ღონისძეიებაზე 17-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, სადაც ფასდებოდა ქორეოგრაფი და შემდგომ, ცალკე უნდა შეფასდეს ანსამბლი. იმისთვის, რომ ქორეოგრაფი შეფასებულიყო, საჭირო იყო მისი შემოქმედების გათვალისიწნება, – რა საერთაშორისო ფესტივალზე იღებდა მონაწილეობას, რა მიღწევები ჰქონდა, რა ცეკვებს წარმოადგენს ქორეოგრაფი, – ამ ყვალფრის გათვალისწინებით ლუსინე მზიკიანი UNESCO-ს სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
17 ქვეყნიდან 6-მაქ ქვეყანამ გაიარა ეტაპი და დაჯილდოვდა სერტიფიკატით, – მათ შორისაა ლუსინე მზიკიანი. დაჯილდოვების შემდგომ ქორეოგრაფები მოიწვებიან ინდოეთში ან ისრაელში, ხოლო ანსამბლების დაჯილდოვების შემდგომ, გამარჯვებული ანსამბლი გაემგზავრება ჯერ საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთში გამარჯვებისა და პირველი ადგილის დაკავების შემდგომ, – ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლუსინე ამბობს, რომ UNESCO-ს სერტიფიკატი ძალიან დიდ როლს ასრულებს კულტურისა და ხალხური ცეკვის განვითარებაში და დღეს ის მშვიდადაა, რომ ახერხებს თაობიდან თაობამდე სომხური და ქართული ტრადიციული ცეკვის, კულტურისა და რელიგიის შენარჩუნება და გადაცემა.