დანგრეული ცენტრალური გზის პრობლემა კვლავ აქტუალურია / ვიდეო

დანგრეული ცენტრალური გზის პრობლემა კვლავ აქტუალურია / ვიდეო

ნინოწმინდის ცენტრალური გზა განადგურებულ მდგომარეობაშია.

ცენტრალური გზა ქალაქ ნინოწმინდაში არის მთავარი გზა, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში და აკავშირებს მუნიციპალიტეტს სომხეთის რესპუბლიკასთან. გზაზე დღის განმავლობაში ბევრი რაოდენობის მანქანა მოძრაობს, მათ შორის სატრანზიტო-სატვირთო მანქანები.

ცენტრალურ გზაზე ბევრი რაოდენობის ღრმა ორმოა, რომლებიც მანქანების გადაადგილებას უშლის. ამასთან ერთად, ეს ორმოები ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი და მანქანების წყობიდან გაყვანის უმთავრესი მიზეზი.

14 დეკემბერს და 20 თებერვალს სათხის გზაჯვარედინზე გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ, – ერთი თვის გასვლის შემთდეგ გზა კვლავ სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

რადიო NOR-ი კვლავ მიმართავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გასარკვევად, თუ რას აპირებს დეპარტამენტი ნინოწმინდის ცენტრალური გზის შეკეთების კუთხით. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით შემდგომ მასალებში.