სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობის ტენდერი არ შედგა.
წელს, 28 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (NAT240004396) სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე. გამოყოფილი იყო 285 000 ლარი, რომელიც ფინანსდება 100% ადგილობრივი ბიუჯეტიდან. იმის გამო, რომ ტენდერზე არც ერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა, – იგი არ შედგა.
ნინოწმინდის მერიამ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი (NAT240005548) სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე. თანხა არ შეცვლილა და შეადგენს 285 000 ლარს. კომპანიებისთვის წინადადების მიღება დაიწყება 3 აპრილს და დასრულდება 8 აპრილს.
შეგახსენებთ, რომ სოფელი თორიის სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო 2020 წლის სექტემბერში და დღემდე მხოლოდ საძირკველია მოწყობილი. სოფლის მკვიდრმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა, რომ ახალგაზრდები ძალიან ელოდებიან მშენებლობის დასრულებას იმისთვის, რომ თავად შეძლონ გაატარონ სპორტდარბაზში თავისუფალი დრო და აღარ მოუწიოთ სხვა სოფელში ჩასვლა.
ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან:
რადიო NOR-ი ეტაპობრივად გაგაცნობთ სიახლეებს სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობის შესახებ შემდგომ მასალებში.