რამდენად ხელს უწყობს ნინოწმინდის მერია კარტოფილის გაყიდვას?

რამდენად ხელს უწყობს ნინოწმინდის მერია კარტოფილის გაყიდვას?

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან: 

მოსახლების პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მერიის ეკონომიკის სამსახურს იმის გასარკვევად, თუ რამდენად ნინომწინდის მერია ხელს უწყობს კარტოფილის რეალიზაციას, რადგან მოსახლეობა კარტოფილის რეალიზაციის პრობლემის წინ დგას.

ეკონომიკის სამსახურმა რადიო NOR-ს უპასუხა, რომ ნინოწმიდნის მერიას არ აქვს არანაირი პროექტი იმისათვის, რომ შეძლოს ხელი შეუწყოს კარტოფილის რეალიზაციას.

2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მოყვანილი კარტოფილის რეალიზაციის პრობლემის წინაშე დადგა. რადიო NOR-ს არაერთხელ აქვს გაშუქებული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ კარტოფილის ფასი დაბალია და ამის გამო არ უღირთ მისი გაყიდვა, ძირითადი მიზეზი კი – იმპორტირებული კარტიფილია, რომელსაც 25 თეთრად ყიდულობდნენ.

ამასთან ერთად, დღეს რადიო NOR-მა სცადა გაერკვია, გაზაფხულზე რამდენად მწვავედ დგას კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა და რამდენად შეძლო მოსახლეობამ ამ პრობლემის მოგვარება. სოფელ პატარა ხანჩალის მკვიდრმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობის უმეტესობის მოყვანილი კარტოფილი არ გაყიდულა დღემდე, ზოგი ცხოველებს კვებავს ამ კარტოფილით, ზოგი იძულებულია მეორე წელს დათესოს, ზოგი კი – ნაგავში ყრის. მსხვილი კარტოფილის ფასი 50-60 თეთრია, ხოლო სათესლე – 20 თეთრი.

ვრცლად აუდიოჩაწერში:

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნინოწმიდნის მუნიციპალიტეტში საშუალოდ 2765 ჰა კარტოფილი დაითესა და საშუალოდ 47 000 ტონა მოსავალი იყო. ხოლო, რამდენად აპირებს ნინოწმინდის მოსახლეობამ 2024 წელს ბევრი რაოდენობის კარტოფილის დათესვას, – შემდგომ მასალებში განვიხილავთ.