ოროჯალარის კალათბურთის გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატში

ოროჯალარის კალათბურთის გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატში

17 მარტს ბორჯომში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში საკალათბურთო ტურნირის მე-2 ტური დაიწყო.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოროჯალარის სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გამოვიდნენ.

მწვრთნელმა აშოტ სოღოიანმა რადიოს განუცხადა: “სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ცუდად ითამაშა, – წავაგეთ. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი გამოცდილებაა ჩვენი შვილებისთვის, რათა მათ მომავალში უკეთესად ითანაშონ.”

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის გუნდები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს, ოროჯალარის სპორტულ დარბაზში კალათბურთის ტურნირის პირველი ტური გაიმართა. ამ ტურნირზე, ოროჯალარის გუნდები აღიარეს გამარჯვებულებად როგორც ვაჟთა, ისე გოგოების გუნდი.