ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ჟურნალისტთა დღე აღინიშნება. ამ განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის სათემო რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა ჩავატარეთ ქალაქ ნინოწმინდაში გამოკითხვა, რათა გაგვერკვია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების აზრი თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ჟურნალისტების მუშაობა თემისთვის.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გამოკითხულთა შორის ყველა რესოპონდენტმა აღნიშნა ჟურნალისტების უმთავრესი როლი საზოგადოების პრობლემებისა და ახალი ამბების გაშუქების მხრივ. რესპონდენტებმა თავისი მადლიერება გამოხატეს ჟურნალისტების საქმიანობის მიმართ და წარმატებები გვისურვეს.