ქალაქ ნინოწმინდაში მრავალსართულიანი შენობების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები ნოემბრის თვიდან გადადებულია.
რადიო NOR-ს არაერთხელ გაუშუქებია ინფორმაცია ფასადების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ბოლოს, ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, კომპანია “იქს-2-ს” მიეცემა დამატებით ერთი თვე იმისათვის, რომ დაასრულოს სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, – კონტრაქტი დაირღვევა.
დღეს, 22 მარტს, რადიო NOR-მა კვლავ მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. კომპანიას ჯერ არ დაუწყია მუშაობის გაგრძელება, ინფრასტრუქტურის სამსახურს ცნობით კი, მათ ერთ თვიანი ვადა ჯერ არც მოუციათ კომპანიისთვის, რადგან ამინდის პირობების გამო ხარისხიანი მოპირკეთების სამუშაოები ვერ ჩატარდება.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ 22 თებერვლის ვიდეორგოლს:
შენობების იერსახის რეაბილიტაცია 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. კომპანია “იქს-2” გადადების მიზეზად ამინდის პირობების ასახელებს. შეგახსენებთ, რომ მერიასა და შპს “იქს-2-ს” შორის ხელშეკრულება 2023 წლის 14 ივლისს 675,391 ლარად დაიდო. პროექტის მიხედვით, დასრულების ვადა 24 კვირაა. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო-გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. შეთანხმება დასრულდა 2024 წლის იანვრის ბოლოს. ამის მიუხედავად, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და ხელშეკრულება გახანგრძლივდა.
რადიო NOR-ი კვლავ დაუბრუნდება ამ საკითხს და ეტაპობრივად გაგაცნობთ დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში.