ქალაქ ნინოწმინდის მოასფალტებულ ქუჩებზე და ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მიმავალ მოასფალტებულ გზეგზე ბევრი ორმოა, რომლებიც მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას აფერხებს.
2024 წლის 20 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (NAT240003663), 915 210 ლარის ოდენობით. ამ თანხაში შედის ორმოული სამუშაოები და 500 000 ლარს ითვალისწინებს.
რადიო NOR-მა მიმართა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს იმის გასარკვევად, თუ როდის დაიწყება ქალაქის ქუჩების ორმოების შეკეთების სამუშაოები. არარატ დარბინიანის ცნობით, ქალაქ ნინოწმინდაში ქუჩების (გარდა ცენტრალურისა) ორმოების შეკეთების სამუშაოები არ ჩატარდება, რადგან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიამ დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შეიცვლება წყლის მილები ყველა ქუჩაზე და ამისთვის ასფალტის ფენის მოხსნა იქნება საჭირო, – შესაბამისად, ქალაქში ორმოების შეკეთება რელევანტური აღარ არის. აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგეობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ორწლიან ვადას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურის სამსახურმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ორმოების შეკეთების სამუშაოები არ ჩატარდება, – სოფლებისთვის გათვალისწინებული სამუშაოები მაინც განხორციელდება გამოყოფილი თანხის (500 000 ლარის) მეშვეობით.
რადიო NOR-ი ეტაპობრივად გაგაცნობთ ან საკითხთან დაკავშირებულ სიახლეებს შემდგომ მასალებში.