3 დღე უკავშიროდ: Cellfie (ბილაიანი) გორელოვკის სოფლის თემში არ იჭერს

3 დღე უკავშიროდ: Cellfie (ბილაიანი) გორელოვკის სოფლის თემში არ იჭერს

გორელოვკის სოფლის თემში Cellfie-ს (ყოფ. ბილაინი) კავშირი 3 დღეა არ მუშაობს.

გორელოვკის სოფლის თემის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კავშირის არარსებობით, რადგან უკვე 3 დღე (22 მარტის საღამოდან), ვინც Cellfie-ს საოპერატორო ქსელის მომხმარებელია, ვერ ახერხებენ ქსელით სარგებლობას და გაწყვეტილი აქვთ კავშირი, რაც თავისთავად უარყოფითად ისახება მცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ არც აქვთ ინფორმაცია, თუ როდის აღდგება Cellfie-ს ქსელი და ეს დამატებით უკმაყოფილებას და გაურკვევლობას იწვევს.

Radio NOR · 4 დღე უკავშიროდ: Cellfie (ბილაიანი) გორელოვკის სოფლის თემში არ მუშაობს

იმის გასარკვევად, თუ როდის აღდგება Cellfie-ს ქსელი გორელოვკის სოფლის თემში, რადიო NOR-მა მიმართა Cellfie-ს ცხელ ხაზს. კომპანიის ცნობით, ქსელის გათიშვა ფიქსირდება 22 მარტიდან. დაზიანება სერიოზულია. ტექნიკური ჯგუფი უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებდა ადგილზე მისვლას და პრობლემის მყისიერ მოგვარებას, თუმცა 23 მარტს ინჟინერმა მოხერხა სადგურზე მისვლა და გადამოწმება. ამჟამად კომპანია ცდილობს დაზიანებული დეტალის შეცვლას. ახალი დეტალი შეკვეთილია და როგოც კი მოხდება მისი დამონტაჟება, ქსელის მუშაობა აღდგება. კომპანია Cellfie ვერ აცხადებს შეკეთებისა და ქსელის აღდგენის კონკრეტულ ან დაახლოებით ვადებს. 

დამატებით ინფორმაციას რადიო NOR-ი შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.