ნინოწმინდის საკრებულოს გენდერული საბჭო სოფელ სამებასა და ჟდანოვაკანს ეწვია

ნინოწმინდის საკრებულოს გენდერული საბჭო სოფელ სამებასა და ჟდანოვაკანს ეწვია

29 მარტს, საკრებულოში შექმნილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო, ვაჰან აროიანის ხელმძღვანელობით, ჟდანოვაკანსა და სამებას ეწვია.

“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელთან შეხვედრის ჩასატარებლად ავირჩიეთ ქართული, სომხური და რუსული სკოლები. მომავალში აუცილებელია მუშაობა გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებასა და სხვა თემებზე. ამიტომ, ჩვენ გავითვალისწინებთ ამ ადამიანების მოსაზრებებს, რათა ისინი პროგრამაში ჩავრთოთ. გეგმის შედგენის შემდეგ, შეხვედრაზე განიხილება და დამტკიცების შემდეგ განხორციელდება”, – განაცხადა ვაჰან აროიანმა რადიო NOR-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას იგივე შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაშიც ჩატარდება.