დამონტაჟდება თუ არა წყლის მრიცხველები ნინოწმინდაში? – არკადი კვატაშიძე განმარტავს

დამონტაჟდება თუ არა წყლის მრიცხველები ნინოწმინდაში? – არკადი კვატაშიძე განმარტავს

ქალაქ ნინოწმინდაში წყლის მილების შეცვლის შემდგომ წყლის მრიცხველების დამონტაჟების საკითხი დგას.

ქალაქ ნინოწმინდაში წყალმომარაგების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამჟამად წყალსაცავი ავზების გარემნონტების ეტაპზეა. წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე კომპანია შპს “გზა” მუშაობს. რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა მიმართეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ნინოწმინდის ფილიალის მენეჯერ, არკადი კვატაშიძეს, რათა გაირკვეს, დაყენდება თუ არა აბონენტებისთვის წყლის მრიცხველები სისტემის რეაბილიტაციის შემდგომ და შეიცვალა თუ არა ამ ეტაპზე წყლის მიწოდების გრაფიკი. კვატაშიძემ, NOR-თან საუბარში განაცხადა: მრიცველები დამონტაჟდება, თუმცა ეს მოხდება ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის მილების გაყვანისა და შემდგომ აბონენტებთან დაგაერთების დროს დაყენდება წყლის მრიცხველები. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ამ ეტაპზე წყლის გრაფიკი არ შეცვლილა და მოსახლეობას წყალი ძველი გრაფიკის მიხედვით მიეწოდება. დამატებითი ინფიორმაცია ჩვენს საუბარში არკადი კვატაშიძესთან:

Radio NOR · შეიცვალა თუ არა წყლის მიწოდების გრაფიკი?

აღსანიშნავია, როცა დაიწყება ცენტრალურ გზაზე წყლის მილების გაყვანა, საქართველოს გაერთიანიებული წყალმომარაგების კომპანია შეატყობინებს მოსახლეობას წყლის გრაფიკს, შეზღუდვებს და გეგმებს. რადიო NOR-ი ეტაპობრივად გაგაცნობთ წყალომარაგებსათან დაკავშირებულ სიახლეებს.