ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკას მკვიდრი, კ.მ. დაუკავშირდა რადიო NOR-ის რედაქციას პრობლემის ხაზგასმის თხოვნით, რომელიც მას აწუხებდა.
მცხოვრებელმა აღნიშნა: “ჩვენი სახლი მდებარეობს სოფლის გარეუბანში, იმდენი თოვლია, რომ დნობის შემდეგ ბოსელში ჩადის. ამ კითხვით მივმართეთ სოფლის წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ თოვლის მოსაშორებლად ტექნიკა გაგზავნა. თოვლი ნახევრად გაიწმინდა, – პატარა მონაკვეთი, დატოვა დაუმთავრებლად და წავიდა.”
ამ საკითხთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გვქონდა სოფელ ფოკასა და ვლადიმიროვკის წარმომადგენელ, ვალერი ალვანჯიანთან.
მისი თქმით: “გზა გაწმენდილია სოფლის ბოლომდე, ამის ზემოთ, მინდვრისკენ, თოვლის დიდი რაოდენობაა, შეუძლებელია ამ ნაწილის გასუფთავება. გზა ღიაა ბოლო სახლამდე.”