ქალაქ ნინოწმინდაში, მოსახლეობას შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, წყალმომარაგების კომპანია ჯარიმებს წერს.
ნინოწმინმდის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან მსგავსი სახის გავრცელებული ინფორმაციით და უკმაყოფილებას გამოთქვამენ: რადიო NOR-თან საუბარში ნინოწმინდის მკვიდრმა, ჰ.გ.-მ განაცხადა:
“ამბობენ, რომ დადიან, ამოწმებენ დავალიანებებს და მერე გადაუხდელობის გამო ჯარიმებს წერენ, იძულებულნი ვართ გადავიხადოთ, როცა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს.”
მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის დასაზუსტებლად, რადიო NOR-მა მიმართა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ნინოწმინდის ფილიალის მენეჯერ, არკადი კვატაშიძეს, იმის გასარკვევათ, თუ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და თუ ნამდვილად ეკისრებათ მოსახლეობას ჯარიმები დავალიანების გადაუხდელობის გამო.
“ტყუილია, ჩვენ გადაუხდელობის ჯარიმებს არ ვწერთ, პირიქით, – მზად ვართ გადავუნაწილოთ აბონენტებს დავალიანება რამდენიმე თვეზე, რომ მარტივად გადაიხადონ.” – ამბობს არკადი კვატაშიძე.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
წყალმომარაგების კომპანია მიმართავს მისახლეობას და ატყობინებს, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ წყალმომარაგების კომპანიის ფინანსურ სამსახურს დავალიანების გადავადებაზე იმისათვის, რომ არ გაუჭირდეთ გადახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმები დაეკისრება იმ მომხმარებელს, ვისი ბრალიც იქნება წყალარინებში ბოსლიდან, საქონლის ფეკალიების ჩადინება, რაც დააბინძურებს წყალს, რის გამოც, არკადი კვატაშიძის განცხადებით, კომპანია იძულებული იქნება დააჯარიმოს აბონენტები.