რატომ მოიმატა საწვავის ფასმა? – ნინოწმინდელების აზრი

რატომ მოიმატა საწვავის ფასმა? – ნინოწმინდელების აზრი

საწვავის ფასებზე ბოლო რამდენიმე თვე კლება აღინიშნებოდა, თუმცა აპრილის თვეში ფასმა მოიმატა.

საწვავის ფასესის მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტების და სხვადასხვა მომსახურების ფასბეის ზრდა. რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში, რათა გაერკვია, – რაში ხედავს მოსახლეობა საწვავის ფასების ზრდის მიზეზს.

როგორც ვაკვირდებით, გამოკითხულთა ნაწილი ფასის მომატების მიზეზად მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურობას და ომს ასახელებს, ხოლო ზოგი რესპონდენტი ფასის ზრდას სეზონურ, თესვასთან დაკავშირებულ სამუშაობს აკავშირებს.
აღსანიშვანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საწვავის ფასს კლების ტენდენცია ჰქონდა და მარტის თვეში დაახლოებიღთ 2,60 ლარის შეადგენდა. დღეს, 4 აპრილის მდგომარეობით, ბენზინის ფასი ქალაქ ნინოწმინდაში დაახლოებით 2,70 ლარს შეადგენს.