გუშინ, 4 აპრილს, ნინოწმინდის შემოსასვლელებში დამონტაჟებულ სტენდებზე ქალაქის სახელწოდება და გერბია დაიტანეს.
ნინოწმინდის შემოსასვლელებში სტენდები 2023 წლის დეკემბერში 3 ადგილას დამონტაჟდა: ნინოწმინდის შემოსასვლელში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან, ახალქალაქის მხრიდან და წალკა-თბილისი გზის მხრიდან.
თავიდან სტენდებზე არაფერი ეწერა, თუმცა დღეისთვის მათზე დატანილია წარწერა “ნინოწმინდა” ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე გამოსახულია ქალაქ ნინოწმინდის გერბი.
აღსანიშნავია, რომ სტენდები დაყენდა საქართველოს მასშტაბით და სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო პროგრამით. ნინომწინდაში სტენდის დამონტაჟების სამუშაოებს კომპანია “დაგი” ახორციელებდა.
სტენდი ნინოწმინდის შემოსასვლელში სომხეთის მხრიდან