წინა კვირას საქართველოს პარლამენტმა კვლავ დააინიცირა “რუსული კანონის” – “უცხოური აგენტების გავლენის” შესახებ კანონპროექტის მიღება.
რადიო NOR-ი ეცადა გაერკვია, რამდენად ინფორმირებულია ნინოწმინდის მოსახლეობა ამ კანონის შესახებ და რა საფრთხეს ხედავენ ისინი.
გამოკითხულთა შორის, უფროსი თაობის რესპონდენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია რუსულ კანონზე და არ იცოდნენ, რა შედეგის მომტანი შესაძლოა იყოს ეს კანონი და რა საფრთხეებს მოიცავს საქართველოსთვის, თუმცა, ახალგაზრდა რესპონდენტებს ჰქონდათ გარკვეული წარმოდგენა რუსულ კანონზე.
ნინოწმინდაში მცხოვრებმა ანნა არზუმანიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა:
“რუსეთში არ არის აზრის გამოთქმის თავისუფლება, ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე შეზღუდულია, (სახელმწიფო ყველაფერს არეგულირებს), სუსტი უვიზო რეჟიმი აქვთ და, რა თქმა უნდა, “ყვავის” კორუფცია. თუ საქართველო რუსეთთან მსგავს ურტიერთობაში იქნება და მიიღებს ამ “რუსულ კანონს”, გახდება რუსეთის “ფედერაცია” და შეიზღუდება გზა ევროპაში და აშშ-ში. რუსეთის იდეოლოგია განსხვავდება დასავლეთის იდეოლოგიისგან და საქართველო თუ მოხდება რუსეთის გავლენის ქვეშ, – ვერ დაიცავს საკუთარ თავისუფლებას, რადგან დაბალი განვითარების რგოლი გააჩნია”.
ვარდუჰი ჰოვსეფიანი სტუდენტია და სწავლობს ქალაქ თბილისში. ვარდუჰის აზრით, თუ საქართველო მიიღებს “რუსულ კანონს”, ეს ძალიან საზიანო იქნება საქართველოსთვის. – “მე, როგორც სტუდენტი, დავინტერესდი და გავარკვიე, – თუ საქართველო მიიღებს “რუსულ კანონს”, – ევროპაში სწავლის შესაძლებლობა ვეღარ მექნება.” – ამბობს ვარდუჰი.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: