ე.წ. რუსულ კანონს მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

ე.წ. რუსულ კანონს მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „რუსულ კანონს“, მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს” – თქვა სხილაძემ.

ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომ კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტი 12 აპრილს, პარასკევს დაინიშნება და მას ივნისის ბოლომდე მიიღებენ.

400–ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ოცნების” მიერ, ე.წ. რუსული კანონის ხელახალი ინიცირების კატეგორიული წინააღმდეგია. მათი განცხადებით,  მმართველი გუნდის მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

“ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.  ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 406 ორგანიზაცია აწერს ხელს.