რა იციან ნინოწმინდელებმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ? / გამოკითხვა

რა იციან ნინოწმინდელებმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ? / გამოკითხვა

მასალა მომზადებულია რადიო NOR-ის სტაჟიორ, სოფიკო ნიქაცაძის მიერ

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ნინოწმინდის ადგილობრივმა თვითმართველობის წარმომადგენლებმა, მერიის შიდა სამსახურის წარმომადგენლებმა და ქალაქის საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა  9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ყვავილები მიიტანეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა,რა იციან ნინოწმინდელებმა 9 აპრილის შესახებ?

Radio NOR · რა იციან ნინოწმინდელებმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ? / გამოკითხვა

აპრილის დასაწყისში ეროვნულმა მოძრაობამ,  რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ რუსეთის კოლონიიდან დაბრუნებული მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგები დაიწყო რაც ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. საქართველოს ხელისუფლებამ დახმარება მოსკოვს თხოვა. 1989 წლის 9 აპრილს რუსტაველის პროსპექტზე თავი მოუყარეს მოსკოვიდან ჩამოყვანილი შინაგანი ჯარების სპეც დანიშნულების 1900 ჯარისკაცს და დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა .შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით, ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით. იერიშით შეიჭრნენ მოედანზე სადაც მოშიმშილე ახალგაზრდები იმყოფებოდნენ და შეუბრალებლად დაარბიეს ისინი.