ფოტომასალა წარმოდგენილია ჰაიასტან ისპირიანის მიერ
ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ვოკალის ჯგუფმა ჰაიასტან ისპირიანის ხელმძღვანელობით სომხეთში ART MUSIC-ის მე-15 ფესტივალზე რიგითი მონაწილეობა მიიღო.
ჰაიასტან ისპირიანის თქმით, ეს არ არის “საიათ-ნოვას” პირველი გამოსვლა და ჯგუფმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, – უკვე 10 წელია რაც მონაწილეობს ART MUSIC-ის ფესტივალზე. “საიათ-ნოვას” ჯგუფი წარმოდგენილი იყო ფესტივალზე 14 მონაწილით. ბავშვებმა სომხური სახალხო სიმღერები შეასრულეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს: ერთი 1-ლი ადგილი, – ხუთი მე-2 ადგილი და ექვსი მე-3 ადგილი.
ჰაიასტან ისპირიანმა რადიო NOR-თან საუბარში ახსენა, რომ ART MUSIC-ის ფესტივალის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილი იყო “საიათ-ნოვას” ჯგუფით როგორც ვოკალური თვალსაზრისით, ასევე ტრადიციული ტანისამოსისა და საერთო შესრულებით.
მიუხედავად წარმატებისა, ჰაისტან ისპირიანმა ასევე გვესაუბრა “საიათ-ნოვას” სირთულეებზე. მისი თქმით, ჯგუფი დაპატიჟებულია ფესტივალებზე მონაწილეობის მისაღებად ესპანეთში და საფრანგეთში, თუმცა “საიათ-ნოვას” არ აქვს შესაბამისი ფინანსური წყარო ან დონორი იმისთვის, რომ შეძლოს ევროპაში დაგეგმილ ფესტივალებზე მიიღოს მონაწილეობა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.