“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” – ნინოწმინდის საკრებულოში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” – ნინოწმინდის საკრებულოში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა.

დღეს, 11 აპრილს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში სისხლის დონაციის აქცია მიმდინარეობდა. რომელსაც ატარებდა თბილისის სისხლის გადასმის საქალაქო სადგური. დონაციის აქციაზე მონაწილეობა მიიღეს ნინომწინდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, და სხვა საჯარო უწყებებში მომუშავე ადამიანები.

აქციაზე მონაწილეობის მიღება უფასოა და ნებისმიერ, სრულწლოვან პირს შეუძლია გაიღოს სისხლი და გადაარჩინოს სხვა ადამიანის სიცოცხლე. სისხლის დონაციის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აზა ბაბაიანის თქმით:

“სისხლის ფონდებში სისხლის რაოდენობა მცირდება და ამ აქციით ეს მარაგები ივსება. ფონდში საკმარისი რაოდენობის სისხლი თუ არ იქნება, – შესაძლოა გაჭირვებულ ადამიანს ვერ გაუწიონ სათანადო დახმარება.”

აქციაში მონაწილეებს თავიდან ჰქონდათ შევსებული სპეციალური კითხვარი, ხოლო ადგილზე, წნევის და ჰემოგლობინის გაზომვის შემდგომ, მონაწილეები აბარებდნენ სისხლს, რომელიც ჯერ ადგილზე ამოწმდებოდა, შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში. ვარგისიანობის შემთხვევაში სისხლი გაიგზავნება კლინიკებში. თითოეული დონორსგან აღებულ სისხლს შეუძლია 3 ადამიანის ცხოვრება გადაარჩინოს.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში მონაწილე აზა ბაბაიანთან და ფარმაცევტ, ნონა ოშხერელთან: