როგორ აღნიშნეს რამადან ბაირამი სოფელ გორელოვკაში

როგორ აღნიშნეს რამადან ბაირამი სოფელ გორელოვკაში

სოფელ გორელოვკაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა რამადან ბაირამს აღნიშნავს

გორელოვკა ნინოწმინდის ერთ-ერთი სოფელია და გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით. აქ ცხოვრობენ, ეთნიკური სომხები, რუსი დუხობორები და აჭარელი ეკოემიგრანტები. ადგილობრივმა მუსლიმმა  ახალგაზრდებმა, რამადან ბაირამი ერთად აღნიშნეს ტკბილი სუფრით .

ამ დღესასწაულზე   სასმელი მიუღებელია, ამიტომ,  ამ დღეს მხოლოდ ტკბილი სუფრით აღნიშნავენ და ამზადებენ ტრადიციულ ჰალვას, რომელიც ამ დღეს აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე . ბაირამი იწყება დილის 7-საათზე ლოცვით,  ლოცვას ასრულებენ მხოლოდ მამაკაცები, ორმხრივი მისალმებით.  ლოცვიდან დაბრუნებულები  მიცვალებულის საფლავებზე გადიან.  ამ დღესასწაულის შესახებ სოფელ გორელოვკაში მცხოვრებმა,  მაია სირაძემ გვიამბო.მაია არის დიასახლისი და 2-შვილის ბედნიერი დედა.

 

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში -მაია სირაძესთან

 

Radio NOR · როგორ აღნიშნეს რამადან ბაირამი სოფელ გორელოვკაში