ახალი ხულგუმოს სკოლაში ჭერიდან წვეთავს. მოგვარდა თუ არა პრობლემა?

ახალი ხულგუმოს სკოლაში ჭერიდან წვეთავს. მოგვარდა თუ არა პრობლემა?

სოფელ ახალი ხულგემოს სკოლაში ჭერიდან წყალი წვეთავდა.

ახალი ხულგუმოდან რადიო NOR-ს სოფლის მკვიდრმა (სახელი და გვარი არ არის მითითებული რესპონდენტის თხოვნით) მიაწოდა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა სკოლის დერეფანში ჭერიდან წყლის წვეთის შესახებ. წყაროს ინფორმაციით, წყალი მხოლოდ სასკოლო დერეფანში იყო, – საკლასო ოთახებში მსგავსი პრობლემა არ ფიქსირდებოდა.

რადიო NOR-ი დაუკავშირდა ახალი ხულგუმოს სკოლის დირექტორ, ჰამბარცუმ არაქელიანს რათა გაერკვია, როგორ უნდა მოგვარდეს ზემოხსენებული ბრობლემა.

ბატონი არაქელიანის თქმით, წყალი უკვე გაშრა და აღარ წვეთავს, ხოლო წყლის წვეთის მიზეზი ძლიერი ბუქი იყო. როგორც კი ამინდმა გამოიდარა, – სახურავი გაშრა და წყალი აღარ წვეთავს.

სკოლაში ჩატარებულია რეაბილიტაცია, თუმცა სახურავს გარკვეული პრობლემები აქვს.

დაწვრილებით ჩვენს საუბარში ბატონ არაქელიანთან:

აღსანიშნავია, რომ წყარის ინფორმაციით, ფოტოსურათები გადაღებულია 2-3 დღის წინ.