მრავალსართულიანი შენობის მკვიდრი კორპუსის ეზოს ასუფთავებს.
როგორც ბატონი თელმანი აღნიშნავს, თოვლი დადნა და შენობის ეზოში დაგროვილი ნაგავი არასასიამოვნო საყურებელია. მან გადაწყვიტა სარდაფის შესასვლელთან არსებული ტერიტორია საკუთარი ძალებით გაესუფთავებინა და მოეწესრიგებინა, რადგან აქ უამრავი ადამიანი დადის, მცხოვრებლები სარდაფს იყენებენ, – გარშემო კი დანაგვიანებულია.
“მოვალეობის შეგრძნებიდან ვალაგებ” – ამბობს ბატონი თელმანი.