ნინოწმინდაში მანქანის გატაცების მცდელობა იყო / ვიდეო

ნინოწმინდაში მანქანის გატაცების მცდელობა იყო / ვიდეო

დღეს, 15 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ჩარენცის ქუჩაზე მანქანის გატაცების მცდელობა განხორციელდა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

დაზარალებულებმა, ჟურნალისტთან საუბარში, რადიო NOR-ის რედაქციისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.

შემთხვევის ადგილიდან არსებული ინფორმაციით, დილით (09: 58) მანქანა დანაშაულის ადგილზე აღარ იმყოფებოდა — ექსპერტიზაზე წაიყვანეს. შეკრებილებმა გატაცების დროს მანქანის ღობესთან შეჯახების ფაქტები განიხილეს.  შემთხვევის ადგილზე ქვიშაზე საბურავების კვალი ჩანს, ხოლო ღობესთან გატეხილი ფარების ნამსხვრევები.

უყურეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერს:

რადიო NOR-მა ეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან უფრო დეტალური ინფორმაციის გარკვევა, თუმცა ინფორმაცია არ მოიწოდა.